მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7082.3
0.0108
flag
AZN 1.586
-0.0005
flag
CNY 38.49
0.004
flag
EUR 3.1777
-0.0026
flag
GBP 3.6482
0.0037
flag
KZT 52.86
0.0028
flag
TRY 0.0629
0
flag
USD 2.6966
-0.0004

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

news image

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო პარაგრაფში ჩატარდა. 

ყრილობას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. 

ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, საპატიო სტუმრის რანგში, ასევე, ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი. 

ყრილობაზე ვარლამ ლიპარტელიანი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. 

ყრილობაზე დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის 5 წევრი - მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი. 

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად - პრემიერი

26.12.2025.14:54

ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცეს საწყის წერტილად განვითარების ახალი ეტაპისთვის, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. 

„მოგესალმებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მოგესალმებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, ყრილობის დელეგატებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. ვატარებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, სადაც აირჩევა ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე და გამგეობის განახლებული შემადგენლობა. 

გასული წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ 10 არჩევნებში გაიმარჯვა და თითოეულ ამ გამარჯვებაში ჩვენმა ახალგაზრდებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გიორგი ჩაკვეტაძეს, ალექსანდრე მუკათარიძეს, ახალგაზრდული ორგანიზაციის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცეს საწყის წერტილად განვითარების ახალი ეტაპისთვის, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ სწორ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განაცხადმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა გახადა შესაძლებელი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად.

„სიმბოლურია, რომ დღევანდელ ყრილობას ესწრება ცოტნე ივანიშვილი, რომელსაც განსაკუთრებულად მინდა მივესალმო. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განაცხადმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა გახადა შესაძლებელი. სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია ის მიღწევები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მოუტანა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია და რომლის პირობებშიც საქართველომ უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა შეინარჩუნა; 2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა; დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

ზუსტად 2 წლის წინ შედგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც, ასევე, გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეხვეწა სახელმწიფო მმართველობა, გარდამტეხი დარტმა მიგვეყენებინა კორუფციისთვის და პრინციპულად განგვემტკიცებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

დღევანდელი დღე უნდა იქცეს ასეთივე გარდამტეხ დღედ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის. საქართველოს მომავალი ეკუთვნის ახალგაზრდებს. თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა და უნდა შექმნათ გაერთიანებული საქართველოს ნათელი მომავალი. 
ქართველი ახალგაზრდები გამოირჩევიან განსაკუთრებული გონიერებით, ნიჭიერებით, პატრიოტიზმით, ფასეულობების პატივისცემით. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კარი ფართოდ უნდა გაიღოს ყველა ასეთი ახალგაზრდისთვის, რომელსაც სურს, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობისა და გაძლიერების საქმეში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად.

წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს! წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2026 წელი ყოფილიყოს გარდამტეხი ცვლილებების მომტანი ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის! ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა