მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ საქმიანობის პრიორიტეტები განსაზღვრა

news image

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  პარლამენტის დროებითმა კომისიამ კომისიის წევრთა საქმიანობის მიმართულებები განსაზღვრა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა, კომისიის საქმიანობის პრიორიტეტები იქნება: ბავშვების დაცვა და შესაძლებლობების გაზრდა ციფრულ სამყაროში, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება,  ოჯახის გაძლიერება და დემოგრაფია.

„ქალთა პოლიტიკური გაძლიერება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული მუნიციპალური არჩევნების ჭრილში,  იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში წარმოდგენილი, კომისია კონკრეტულ აქტივობებს დაგეგმავს.

სამომავლო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, სხდომაზე ასევე ვისაუბრეთ ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების განსაზღვრაზე.
დღეს მეხანძრე-მაშველების დღეა და მინდა მივულოცო ამ პროფესიაში ჩართულ მცირერიცხოვან ქალებს პროფესიული დღე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათ პროფესიებში ქალთა ჩართულობა  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცენტრირების საგანია", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

12.06.2025.17:47

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს

 

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ სტრატეგიულ მიმართულებებსა და პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობისათვის

 

განხილული იქნა ენერგეტიკის სექტორი, როგორც რეგიონული უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პოტენციალი, როგორც ევროპასთან ენერგოდაკავშირების გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გეოპოლიტიკურ როლს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელობას, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორებს გლობალურ ლოგისტიკურ ქსელებში. ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვიხილეთ  სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული კავშირების გაღრმავებას. ასევე მიმოვიხილეთ  ტურიზმის სექტორიც, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დარგი, სადაც არსებობს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გამყარების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანაში მოქმედი კომპანიების როლი და მათი წვლილი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაში. ხაზგასმით აღინიშნა კომპანიების საქმიანობის მნიშვნელობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კონტექსტში", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარვენაშვილი, კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა