ქალაქის მერი მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასების შედეგად თბილისის მოსახლეობამ მესამედ აირჩია - ბექა დავითულიანი
„დღეს წარმოდგენილ იქნა ქალაქის მერის, კახა კალაძის, საქმიანობის ანგარიში და დამტკიცდა 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც მოცულობით უპრეცედენტოა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა. მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა. ბექა დავითულიანმა კახა კალაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის თანამშრომლობით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
„მინდა, რამდენიმე ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ვმსჯელობთ ქალაქის განვითარებაზე. ფაქტია, 2017 წლიდან დღემდე თბილისის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა. ქალაქის მერმა წარადგინა საქმიანობის ანგარიში და მის მიერ განხორციელებული საქმეების საფუძველზე ფაქტია, იგი მესამედ იქნა არჩეული და მხარდაჭერილი თბილისის მოსახლეობის მიერ, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობამ მხარდაჭერა მეოთხედ გამოუცხადა. ასევე ფაქტია, რომ განხორციელებული პროგრამების შედეგად ათი ათასობით მოქალაქეს გადავეცით საცხოვრებელი ფართი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ფაქტია, არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ მოქმედ გუნდს შეუძლია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2017 წლიდან დღემდე, საკრებულოს სხდომებში ჩემი მონაწილეობის პერიოდში, ოპოზიციის მხრიდან ასეთი კონსტრუქციული დამოკიდებულება არასდროს ყოფილა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთობლივად ვიმუშაოთ დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
სხვა სიახლეები
23.12.2025.17:22
დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება - ბექა ოდიშარია
23.12.2025.16:36
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია დამატებითი გადასახადის შემოტანა.
„მინდა ავუხსნა იმ ადამიანებს, რომლებიც გადასახადების სტრუქტურაში ვერ ერკვევიან, რომ ჩვენ არავის ვბეგრავთ მეტით. ზოგადად, კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია დამატებითი გადასახადის შემოტანა. ყველა დასავლურ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელად ყოფნა საამაყოა. ბუნებრივია, რაც უფრო მეტია ასეთი ადამიანი, საწარმო თუ კომპანია, ეს ქვეყნისთვის და მათ შორის მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია. ჩვენი ბიუჯეტიც გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობაც გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება. ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს, ამ თანხის დაახლოებით 27% სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება. ასევე დაგეგმილია უამრავი სხვადასხვა პროექტი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში იმ კულტურულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდა. მან აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.
„ჩემი გამოსვლის ბოლოს კი მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციური ტელევიზიები სიუჟეტებში წარმოუდგენელ სცენარებს დგამენ, ყველაფერი ორკესტრირებულია, როგორც სტუმარი, ისე ჟურნალისტი. თუმცა, ალბათ, გული სწყდებათ, როდესაც გაივლიან გლდანის ტბასთან, წერეთლის გამზირზე, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, შემდეგ კი საშობაო სოფელში შეიხედავენ. მათ ნამდვილად არ ახარებთ სიკეთით სავსე ქალაქი. მთელ თბილისს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს“, - დასძინა ბექა ოდიშარიამ.