მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.6
0.015
flag
AZN 1.5762
-0.0005
flag
CNY 38.812
0.0007
flag
EUR 3.1802
0.002
flag
GBP 3.6578
0.007
flag
KZT 54.49
0.0039
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6799
-0.0008

პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

news image

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდულ აკადემიასთან თანამშრომლობით, წარმატებით განახორციელა პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“.

საგანმანათლებლო პროექტის მიზანს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და არგუმენტებზე დაფუძნებული კონსტრუქციული დებატების მნიშვნელობის შესახებ სამოქალაქო კულტურის განმტკიცება წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროექტში მონაწილეობის მისაღებად ხუთი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტის 30 სტუდენტი დარეგისტრირდა. მონაწილეები 10 გუნდში გადანაწილდნენ, თითოეული გუნდი სამი მონაწილის შემადგენლობით.

პროექტის საწყის ეტაპზე, სწავლების ცენტრმა ახალგაზრდებთან საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები გამართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული სიახლეები განიხილა და ამასთან ერთად, უზრუნველყო მონაწილეთა გადამზადება დებატების წარმართვის ტექნიკაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ ელემენტებზე როგორიცაა: დებატების სტრუქტურა და რეგლამენტი; არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოძიება-დამუშავება; საჯარო გამოსვლების ტექნიკა; დებატების ეთიკა და პრინციპები.

2026 წლის 16 თებერვალს პროექტის ფინალი გაიმართა, სადაც შესარჩევ ტურში მონაწილე 10 გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ფინალური დებატები გაიმართა თემაზე: „საარჩევნო უფლების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ვიდრე სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება დეზინფორმაციის რისკის პირობებში“.

ფინალში გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინეს მსაჯებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე; სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი; ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი; სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი ნოდარ ბოკერია. მონაწილეები შეფასდნენ არგუმენტაციის ხარისხის, მტკიცებულებების გამოყენების, დებატების ეთიკის, რეგლამენტის დაცვისა და საჯარო გამოსვლის უნარების მიხედვით.

ფინალის დასასრულს მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ახალგაზრდებს სერტიფიკატები და სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის - უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს - მიხეილ ყაველაშვილი

17.02.2026.14:01

საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამასთან ერთად ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღწეული შედეგები თანაბრად აისახოს მოსახლეობის თითოეული სოციალური ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„გლობალურ დონეზე არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, სახელმწიფომ შეძლო ბიუჯეტის, ხელფასებისა და პენსიების ზრდის უზრუნველყოფა. არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით დასტურდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია.

არსებული მიღწევებისა და იმ პოზიტიური მოლოდინის პირობებში, რომელსაც, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტები ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით პროგნოზირებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შედეგები თანაბრად აისახოს ჩვენი მოსახლეობის თითოეული სოციალური ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, იმისთვის, რომ კეთილდღეობის ზრდა ყველა ოჯახმა, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს.

ამ გზაზე, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისკენ, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ და ეკონომიკური დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ცალსახად პოზიტიური მოვლენაა. თანამედროვე არასტაბილურ გლობალურ გარემოში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ თვითკმარობასა და სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციასთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა