მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა

news image
mbc image

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოსვე პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მივიღე. 

ბატონი სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის ის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ახლო წარსულში, ის შს სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღირსების ორდენით დავაჯილდოვე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი სულხან თამაზაშვილი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი. შესაბამისად, ის კარგად იცნობს აჭარის მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ის წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში მუშაობის დროს იყო.

ბატონ სულხანს ვუსურვებ წარმატებებს. მას და მის გუნდს ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან სრული თანადგომა და მხარდაჭერა ექნება.

აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის და ასევე ვუსურვებ წარმატებას მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა წარდგენისას. 

წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტისა და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

23.10.2026.15:24

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და სხვადასხვა სექტორში მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას, საშუალოვადიან პროგნოზებს, დაკავშირებადობისა და სხვა საინვესტიციო პროექტების მიმართულებით საქართველოს გეგმებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ანა-მარია შნაიდერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა