პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თამარ ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებსა და პოზიციებზე, ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.
თამარ ზოდელავამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაიარა გერმანულენოვანი საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრატურა. იგი აგრეთვე სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის განხრით და გავლილი აქვს სწავლება შპაიერის საჯარო მმართველობის უნივერსიტეტში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.06.2025.23:32
პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდნენ.
ბათუმში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
ხაზი გაესვა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერების აუცილებლობას, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროების ხელშეწყობას.