მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

news image
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
 
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
 
 
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი გაძლიერება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამაში ანრი ოხანაშვილმა შეიტანა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი და მინდა მას გადავუხადო უდიდესი მადლობა. ის არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი, უპატიოსნესი ადამიანი და ასე უძღვებოდა სამსახურის საქმიანობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო მმართველი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და სხვადასხვა მიმართულებით ის წარმატებით უზრუნველყოფდა წინსვლას, განვითარებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მისი უსაფრთხოების გამტკიცებაში. ის წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში და შესაბამისად, აქვს ზუსტად იმ პროფილის გამოცდილება, რაც მას ძალიან დაეხმარება ამ სამსახურის წარმატებულ ხელმძღვანელობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. მამუკა მდინარაძემ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში უწყების როლზე გაამახვილა ყურადღება.
 
"ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, მსოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს. თუ ჩვენი სამსახური ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა,  შეიძლება ფუჭი იყოს. რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბატონი ირაკლი კობახიძე და სხვები, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა და ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ, ამას სჭირდება განმტკიცება და ამ განმტკიცების საქმეში არც ერთ უწყებას, არც ერთ სამსახურს ისეთი როლი არ აქვს, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ამაში მექნება თითოეული თქვენგანის იმედი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
 
მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
"ჩემთვის იყო პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მემსახურა თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მსურს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ შესაძლებლობისთვის. ბატონ მამუკასთან ერთად მრავალი წელია მოვდივართ საპარლამენტო ცხოვრებიდან. ჩვენ მხარდამხარ, ყველაზე რთულ სიტუაციებში მოგვიწია მუშაობა და ყველა რთული სიტუაციიდან ყოველთვის ღირსეულად და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად გამოვდიოდით. ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა მისი თვისებით, უნარით, პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება თქვენთან ერთად ამ სამსახურს", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

14.04.2026.14:10

მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა