პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო გამოწვევებით, თუმცა ქართველი ხალხის ნდობით, ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესები უმთავრეს პრიორიტეტად აქცია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყნის გამთლიანება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა არის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი სწორედ ამ ეროვნული ინტერესების სამსახურშია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება არის სრული სიცრუე - ზვიად გაბისონია
13.02.2026.16:05
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას განმარტებით მთავრობის ახალი დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა კვოტირების შესახებ არ ვრცელდება მოქმედ სტუდენტებზე.
„სხვადასხვა მედიასაშუალებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხებათ არის სრული სიცრუე.
ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება სახელმწიფო უნივერსიტეტების მოქმედ სტუდენტებზე და შეეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება‘‘, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.