მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.9
-0.0027
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 38.762
-0.0007
flag
EUR 3.2166
-0.0111
flag
GBP 3.7139
0.0001
flag
KZT 53.49
0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6922
-0.0005

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა

news image

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრისა და ორგანიზაციის თავმჯდომარის მნიშვნელოვან როლს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები მიმოიხილეს.

„პრემიერ-მინისტრმა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ახორციელებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან გადადის ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში - გურამ დუმბაძე

29.01.2026.16:58

ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რაღაც მონეტარულ ზღვარს ზევით, გარდა სამშენებლო სამუშაოებისა, ყველა შესყიდვას გამოაცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან გადადის ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში, - ამის შესახებ რადიო „იმედის“ ეთერში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.

როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება.

„ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მეშვეობით ახლა უკვე შევძლებთ, რომ გვქონდეს ერთიანი მიდგომა შესყიდვებთან დაკავშირებით, ერთიანი პრაქტიკა, ბიზნესის დაინტერესებაც ძალიან დიდია ერთგვაროვანი შესყიდვის დროს, როდესაც ერთი ორგანო ახორციელებს შესყიდვას. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ პირველი ივნისიდან გადავალთ განხორციელების ეტაპზე“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.გურამ დუმბაძე - პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება და სამშენებლო სამუშაოების გარდა, ყველა შესყიდვას გამოაცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან გადადის ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში

ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რაღაც მონეტარულ ზღვარს ზევით, გარდა სამშენებლო სამუშაოებისა, ყველა შესყიდვას გამოაცხადებს, ამიტომ მნიშვნელოვანი ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან გადადის ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში, - ამის შესახებ რადიო „იმედის“ ეთერში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.

როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მანდატი უკვე ჩაირთვება.

„ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს მეშვეობით ახლა უკვე შევძლებთ, რომ გვქონდეს ერთიანი მიდგომა შესყიდვებთან დაკავშირებით, ერთიანი პრაქტიკა, ბიზნესის დაინტერესებაც ძალიან დიდია ერთგვაროვანი შესყიდვის დროს, როდესაც ერთი ორგანო ახორციელებს შესყიდვას. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ პირველი ივნისიდან გადავალთ განხორციელების ეტაპზე“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა