პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და განსაკუთრებულ მეგობრობას.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:27
თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს დღეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ოპონენტების მიერ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასა და თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს შორის პარალელის გავლება არასწორია. ნიკოლოზ კახეთელიძის განმარტებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რათა იქ შეჭრილი ხალხის გამოსახლება მომხდარიყო. რაც შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩას, ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, აქ საქმე ადამიანების საკუთრებაში არსებულ ფართებს ეხებოდა. როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია მხოლოდ და მხოლოდ კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული.
„თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტში თბილისში რეგისტრირებული მხოლოდ ცხრა ოჯახი ცხოვრობდა. ბოლო ორი წელია თბილისის მერია ავარიული შენობიდან ქირით გაყვანის შესახებ მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ცხრიდან ექვსმა ოჯახმა გამოსვლაზე ოფიციალური უარი განაცხადა, რაც დოკუმენტაციით დასტურდება. ეს მშვენივრად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, მაგრამ ამ კამპანიას კახა კალაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებენ, “- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.