პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. პრემიერმა დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიცია. იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა
21.04.2026.18:26
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი,"- აღნიშნა პრემიერმა.