პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანს შეხვდა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მთავრობის მეთაურს „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კონვენციასა და საქართველოში მისი რატიფიცირების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი შეფასებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის კონვენცია პირველი და ისტორიული დოკუმენტია ევროპის მასშტაბით ადვოკატთა უფლებების გაძლიერების და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიების მიმართულებით.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ადვოკატთა უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი საქართველოში კანონმდებლობით უკვე გარანტირებულია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად ადვოკატის დამოუკიდებლობის, პროფესიული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის გარანტიები კონსტიტუციის დონეზე ავიდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ადვოკატთა მოსაზრებებისა და წინადადებების გაზიარებისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.17:45
თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.
„ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში ჩემი ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.