მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

პატრიარქის გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება - კონსტანტინე ზარნაძე

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ საკუთარი მოსაზრება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, გამოთქვა. როგორც მან განაცხადა, ამ დიდმა ტკივილმა გააერთიანა საქართველო.

კონსტანტინე ზარნაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, რომლებმაც უდიდესი მუსლიმური დღესასწაულების აღნიშვნაზე უარი თქვეს. 

„ჩვენ დაგვტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მე ვფიქრობ, მისი გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება. ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ერი, როდესაც განსაცდელის წინაშე ვდგავართ. განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით გაერთიანება რწმენით, სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით. სწორედ ამ ერთობაშია ჩვენი რეალური ძალა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამემამულე მუსლიმებს, რომლებმაც უარი თქვეს ნოვრუზ და რამაზან ბაირამის დღესასწაულების სადღესასწაულო გარემოში აღნიშვნაზე და შემოუერთდნენ საერთო გულისტკივილს, რომელსაც გასული დღეების განმავლობაში მთელი ერი ვატარებდით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა. ასევე მინდა ამ ერთიანობის გამო მადლობა გადავუხადო ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენლებს, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი ტკივილი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მრავალფეროვნება ჩვენი ძლიერი მხარეა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ. 

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პატრიარქის დანაბარები უნდა შევასრულოთ. 
„მე ვფიქრობ, ჩვენი ვალია პატრიარქის დანაბარები, რომელიც მან თავისი სიცოცხლით და ქმედებებით გამოხატა, რომ ვყოფილიყავით ერთიანები, ძლიერები, გვქონოდა ერთმანეთის პატივისცემა, აღვასრულოთ. სწორედ მაშინ იქნება მისი სული ბედნიერი, მისი რეალური საქმე - გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, ამ დიდი ეპოქის დასასრულს ექნება ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ჩვენ, როგორც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა, იქნებ ვიფიქროთ იმაზე, როგორ უკვდავვყოთ მისი სახელი - ბექა ოდიშარია

24.03.2026.18:04

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, ღვაწლზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ამ დიდი განსაცდელის დროს ერთ მუშტად შეიკრა.

„მადლობას ვუხდი ასე ერთ მუშტად შეკრულ ჩვენს მრავალმილიონიან საზოგადოებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი უძველესი ერი არც მოკვდება და თანამედროვე შინა თუ გარე გამცემთა ჯინაზე არც გატყდება. მართალია, არავის ეკუთვნის ეს დიდი მოვლენა, არც გლოვა და არც ამ გლოვაში გადიდკაცება, არცერთ პარტიას არ ეკუთვნის და არცერთი პარტიის მონაპოვარი არ არის. განსაკუთრებით კი თქვენ, ლელოს წარმომადგენლებს, ვინც ასეთ დღეებშიც არ თაკილობთ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიების წამოყენებას. პატრიარქის გარდაცვალება საზოგადოების თითოეული წევრის ტრაგედიაა. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი პატრიარქი გვყავდა. მეც მყავდა ჩემი პატრიარქი. უფლის წყალობით, მომეცა საშუალება, რომ ის ახლოს გამეცნო. ჩვენმა პატრიარქმა გადო ხიდი ზეციურ და მიწიერ მარადისობას შორის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს შესთავაზა ერთობლივად დაგეგმონ და იფიქრონ ფორმაზე, თუ როგორი მემორიალური ნიშნით უკვდავყონ პატრიარქის სახელი დედაქალაქში.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო სრულიად საქართველოსი, მას ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებაც, მაგრამ ის იყო მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. ჩვენ, როგორც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა, იქნებ ვიფიქროთ იმაზე, როგორც უკვდავვყოთ მისი სახელი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა