მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7040.5
-0.0624
flag
AZN 1.5888
-0.0143
flag
CNY 37.626
-0.0391
flag
EUR 3.1553
-0.0317
flag
GBP 3.6607
-0.0427
flag
KZT 49.86
-0.008
flag
TRY 0.066
-0.0008
flag
USD 2.701
-0.0253

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა ადგილობრივ მხარდამჭერებს ბათუმის მერობის კანდიდატი წარუდგინა

news image

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა ადგილობრივ მხარდამჭერებს ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე წარუდგინა.

პარტიის რეგიონული ხელმძღვანელის განცხადებით, გიორგი ცინცაძე არის პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.

,,გიორგი ცინცაძე ჩართული იყო და მონაწილეობდა არა მარტო ბათუმის, არამედ აჭარის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შექმნაში. იგი არის პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დაიბადა ქალაქ ბათუმში, შესაბამისად, მისთვის ბათუმის მერობის კანდიდატად დასახელება განსაკუთრებულად საამაყო და საპასუხისმგებლოა. დარწმუნებული ვარ, გიორგი საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ბათუმის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

გიორგი ცინცაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის გახლდათ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი. ასევე, წლების განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში და საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფინანსების სპეციალობით მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. 2005-2006 წლებში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ბერლინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში FHTW. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი ტრენინგი და კურსი.

სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელთან ირაკლი ჭეიშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან ერთად წარადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო

15.08.2025.23:44

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო.

თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით გაიმართება.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ადმინისტრაციის განცხადებით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა პირისპირ ფორმატით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა