მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია იქმნება, დადგენილების პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა

news image

საკანონმდებლო ორგანო „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილებას მიიღებს. დადგენილების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დადგენილების პროექტს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის წევრთა რაოდენობა, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების კვოტები განისაზღვრება. ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა 4 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე კომისიის წევრთა სია უნდა წარმოადგინონ, რომელსაც პარლამენტის ბიურო ცნობად მიიღებს. კომისია ხუთშაბათიდან შეძლებს სრულფასოვნად მუშაობის დაწყებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დროებითი კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების გამჭვირვალე და ობიექტურ შესწავლას.

კომისია შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს. პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება.

დადგენილების პროექტის ინიციატორი და ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მიზანი არის, რომ პარლამენტში პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური, გამჭვირვალე და მივეხმაროთ სექტორს, რომ გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე - შოთა ბერეკაშვილი

02.02.2026.15:32

თითოეულ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პროცესების ოპტიმიზაცია, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია ყველა მოთამაშისთვის თანაბარი იყოს.

„მიზანი არის, რომ პროცესი იყოს პარლამენტში ძალიან ინკლუზიური, გამჭვირვალე და მივეხმაროთ სექტორს, რომ ის გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

პარლამენტში, სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია იქმნება. დადგენილების პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა