მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.5
0.0001
flag
AZN 1.5824
-0.0003
flag
CNY 38.738
0.0032
flag
EUR 3.1903
-0.0185
flag
GBP 3.6848
-0.0142
flag
KZT 53.23
-0.0048
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.6902
-0.0006

პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

news image

პრემიერის ინიციატივაზე პარლამენტი მუშაობას იწყებს. დღეს, პირველივე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანო სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ დროებით კომისიას შექმნის. კომისია 14 დეპუტატით დაკომპლექტდა, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია შვიდ-შვიდი წევრით იქნებიან წარმოდგენილი.

მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კანონმდებლები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ ფასწარმოქმნის ჯაჭვზე და გზებზე, როგორ უნდა შემცირდეს ფასები.

მმართველი გუნდის შეფასებით, სამთავრობო კომისიასთან ერთად შექმნილი დროებითი კომისიის მიზანია, ფასებმა ალოგიკური ზღვრიდან ლოგიკურ ნიშნულამდე დაიწიოს და საზოგადოებისთვის ტვირთი შემსუბუქდეს.

„პარლამენტში შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც იქნება მოწოდებული იმისთვის, რომ ის ალოგიკური ფასწარმოქმნა, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში 86 პროცენტსაც კი აღწევს საბაჟოდან კონკრეტული ქსელური მარკეტის დახლამდე, დაიწიოს იმ ლოგიკურ ზღვრამდე, რაც იქნება ნაკლებ ტვირთად ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არ შეეხება მხოლოდ პროდუქტებს, აქ იქნება მედიკამენტებზეც, საწვავზეც საუბარი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შუა დერეფანი სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს - სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს - სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არასანდოა, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელია - პრემიერი

03.02.2026.12:01

შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებსდაძლევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება.

„კითხვა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ეხება არა ტრანსფორმაციას, რაც ცხადად ხდება, არამედ რეალური კითხვა ის არის, თუ როგორ ვუპასუხებთ მას; როგორ უნდა შევქმნათ სავაჭრო სისტემა, რომელიც საკმარისად მდგრადია გეოპოლიტიკური შოკებისდასაძლევად და თან საკმარისად ღიაა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში, ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ განხეთქილებების დაძლევა, ფასდაუდებელი ხდებიან, ხოლო გაურკვევლობის ეპოქაში, თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია.

მსოფლიოს არა ნაკლები ვაჭრობა უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება. მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია. მას არ სჭირდება მხარის არჩევა - მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება.

ამ მოცემულობას შუა დერეფანთან მივყავართ, რომელიც აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის უცილობელი პირობაა.

შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებსდაძლევს“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა