მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

პარლამენტში დღეს რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ

news image

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდა. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ხელს შეუწყობს უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაუმჯობესებასა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ეფექტიანობის ზრდას. კანონი 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებას მესამე მოსმენით განიხილავს. დეპუტატები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ალექსანდრე დარახველიძეს დღეს მოუსმენენ. კანონპროექტის თანახმად, ახლებურად განისაზღვრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებისას ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. ამასთან, დარეგულირდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების საკითხები. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა. 

დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონპროექტი განიხილება. საკანონმდებლო ორგანოში, პირველი მოსმენის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი დგებუაძეს მოუსმენენ. კანონპროექტი ითვალისწინებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების სოციალური გარანტიების შექმნას. შესაბამისად, ცვლილებების შედეგად, გაიზრდება ხელფასები და თანამშრომლებს სამუშაო პერიოდი სტაჟში ჩაეთვლებათ. გარდა ამისა, ფართოვდება და მოქნილი ხდება პრობაციის სერვისების გეოგრაფიული არეალიც, პრობაციონერებს დაფიქსირება საკუთარ რეგიონებში შეეძლებათ. პარლამენტი კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომელიც ძალაში 20026 წლის 1 მარტიდან შევა. 

მესამე მოსმენით განიხილავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე არასრულწლოვანთა შესახებ კანონპროექტს, რომელშიც გათვალისწინებულია გაეროს რეკომენდაციები. მესამე მოსმენით განიხილება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებიც. ინიციატივის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზეც ხმის მიცემა, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში იქნება შესაძლებელი. სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა უცხო ძალების მხრიდან, ზეწოლის გარეშე ინფორმირებული და მიუკერძოებელი არჩევანი საკუთარ ქვეყანაში გააკეთონ. ასევე მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება მმართველი გუნდის ინიციატივა, რომლის თანახმად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გაუქმდება. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ქართული კულტურის ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

15.12.2025.11:25

თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, რომლებიც სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებიან, ქართული კულტურის ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრები ასევე გაიმართა ორჰანგაზსა და ბურსაში მოქმედი ქართული კულტურის ასოციაციების ხელმძღვანელებთან და სტამბოლში არსებულ შოთა რუსთაველის ასოციაციის წარმომადგენლებთან.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ბექა დავითულიანი, თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და ამავე კომისიის წევრი გურამ ნიკოლაშვილი ასოციაციების მრავალწლიან საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და იმ გამოწვევებს გაეცნენ, რომელთა წინაშეც ქართული დიასპორა დგას. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ენის სწავლების პროგრამებს, ფოლკლორული ანსამბლების საქმიანობას, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობას კულტურულ პროცესებში. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, თურქეთში მოქმედი ქართული კულტურის ასოციაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი ქართული თემის გაერთიანებაში და აქტიურად მონაწილეობენ როგორც თურქეთში, ისე საქართველოში გამართულ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დიდია ამ ორგანიზაციების წვლილი ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ტრადიციების შენარჩუნების საქმეში. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ასოციაციების ხელმძღვანელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და კულტურული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც განიხილეს.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ორჰანგაზის ქართული კულტურის ასოციაციასთან არსებულმა ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ოქრო“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებისთვის კონცერტი გამართა.

თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციაციის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის მიზანი დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა და გაცვლითი პროექტების განხორციელებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა