პარლამენტში დღეს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშს მოისმენენ
დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშს დეპუტატები დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოისმენენ. მომხსენებელი- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროგრამებს მიმოიხილავს და კანონმდებლებს სტატისტიკურ მონაცემებს გააცნობს.
ანგარიშის მიხედვით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული ოფისების მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა 10 რეგიონსა და 7 მუნიციპალურ ერთეულში. 2024 წელს გაიზარდა როგორც დასაქმების მაძიებელთა, ისე დამსაქმებელთა რაოდენობაც. ჩატარდა დასაქმების შვიდი ფორუმი, სადაც მონაწილეობა 240-ზე მეტმა დამსაქმებელმა და 1400 ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო. პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი პროგრამით გასულ წელს 3692-მა ადამიანმა ისარგებლა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.15:23
„მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობა და დღეს ჩვენს ქვეყნებს აქვთ ფრიად ახლო კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომელიც მიმართულია ნდობაზე დამყარებულ ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარებისკენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო - საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენ განვიხილავთ ისეთივე მნიშვნელოვნად, როგორც პოლიტიკურ ურთიერთობებს", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის ორი ქვეყნის კერძო სექტორების თანამშრომლობაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგად უკანასკნელი წლების განმავლობაში, სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ტოპ-ათეულში უცვლელად იკავებს წამყვან პოზიციებს - 2024 წელს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა შორის სომხეთი მე-9 პოზიციაზე იმყოფებოდა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის დონეზე. მიმდინარე ეტაპზე, საქართველოში სომხური კაპიტალით 600 კომპანია მოქმედებს სხვადასხვა სექტორში. ამასთან, მინდა, აღვნიშნო გასულ წელს „საქართველოს ბანკის ჯგუფის" განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიცია სომხეთში, რაც შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განმტკიცების მნიშვნელოვან ნაბიჯად. სომხეთი იმსახურებს ნდობას ქართველი ინვესტირების მხრიდან", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ხედვა მოიცავს მაღალი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა-განვითარების მთავარი ტენდენციები და არსებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო, ასევე საქართველოს მაღალი პოზიციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეიტინგებში.
„2024 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 9.4% შეადგინა, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 2025 წელიც პოზიტიურად დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია. ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში პოზიციონირდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვაქვს ამბიციური მიზნები, გავხდეთ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი მსოფლიო რუკაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური უწყებების და ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა. მათ შორის საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, რომელმაც სომხეთის ბიზნეს-სექტორს საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის მხარდამჭერი პროგრამები და მექანიზმები გააცნო.