პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხი აირჩია
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ ლაშხის კანდიდატურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.19:25
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.