პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მთავრობათაშორის საერთაშორისო მექანიზმის - ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან დაახლოებისა და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) 2020 წლის რეკომენდაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.
მისი განცხადებით, კანონში ტერმინი „დასაბუთებული ვარაუდი" იცვლება ტერმინით - „გონივრული საფუძველი".
ცვლილების თანახმად, სამთავრობო კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება სანქციადაკისრებულ პირთა ეროვნულ სიაში შეყვანილი პირების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს როგორც გაეროს შესაბამის სანქციათა კომიტეტს, ისე სხვა სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, რათა მათაც გაატარონ შესაბამისი შემზღუდველი ზომები სანქციადაკისრებულ პირებთან მიმართებით.
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში საქართველო გაიუმჯობესებს სარეიტინგო ქულას MONEYVAL-ის რეიტინგში.
სხვა სიახლეები
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი
01.01.2026.01:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.
„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!
გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,
რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ.
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.