მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია

news image

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოფიციალური ვიზიტით  რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფებიან.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს რუმინეთის სენატის თავმჯდომარე მირჩა აბრუდეანთან და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან.

შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა რუმინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება, მათ შორის საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და რუმინეთში ჩატარებული და შემდგომ გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნები.
განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები და მათი გავლენა როგორც საქართველოს, ასევე რუმინეთის უსაფრთხოებაზე.

„შეხვედრებზე მიმოვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. რუმინელი პარლამენტარების მხრიდან, კიდევ ერთხელ გამოითქვა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. ჩვენმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ რეალისტურია 2030 წლისთვის საქართველომ შეძლოს ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელსაც ევროკავშირის წევრობა მოითხოვს",  -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა ეკონომიკის, დიგიტალიზაციის, მეწარმეობისა და ტურიზმის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან დანიელა ნიკოლესკუსთან.

შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული პროექტები, მათ შორის წყალქვეშა კაბელის პროექტი შავ ზღვაში, რომელიც აკავშირებს საქართველოს და რუმინეთს და ასევე შუა დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის სრული ათვისების საკითხი.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით საქართველო და რუმინეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან  და ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ დერეფანი საბოლოოდ იყოს ამოქმედებული, რომელიც დააკავშირებს ევროპას და აზიას კიდევ ერთი სავაჭრო დერეფნით.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

08.05.2025.17:45

 

თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.

 

ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში  ჩემი  ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას  ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა