მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ მათი სია, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში, ისინი ვერ ჩახსნიან მათ სიას, ვინც გახდა დეპუტატი - შალვა პაპუაშვილი

news image

ტყუილია, თითქოს სიები ჩახსნეს ან შეუძლიათ, ახლა ჩახსნან, სინამდვილეში, არანაირი ჩახსნა არ შეიძლება და პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ ის სია, რომელიც არის დეპუტატების მიღმა სია, ის, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში.

„პარტია ვერ ჩახსნის მათ სიას, ვინც გახდნენ დეპუტატები. თუ მოითხოვს დეპუტატი მანდატის შეწყვეტას, აქაც თავად პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. ეს კინო ნანახი გვაქვს 2020-2021 წლებში. მაშინ თქვეს, ჩავხსენით სიებიო, რაც იყო ტყუილი, პარლამენტი შეიკრიბა და ვცანით უფლებამოსილება. მერე თქვეს, არ გვინდა, შეგვიწყვიტეთო. ბოლოს შემოვიდა ყველა პარლამენტში. გვეხვეწებოდნენ, რომ კანონი შეგვეცვალა, რომ შემოსულიყვნენ სხვები.

პირველი სხდომა იმართება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ეს გახლავთ ვალდებულება. პარლამენტი ვალდებულია, რომ როცა იქნება შემაჯამებელი ოქმი, არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში შეიკრიბოს სხდომაზე. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, რომ ჩანიშნოს.

მე-10 დღეს პარლამენტი ვალდებული იქნება, რომ შეიკრიბოს, ამიტომ, თუ არ დანიშნავს, მაინც შეიკრიბება. ერთი კენჭისყრა ტარდება, 150 დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი და ამით იქნება პარლამენტი უფლებამოსილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image "ქართული ოცნება" ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს

30.07.2025.15:27

"ქართული ოცნება" ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს. კახა კალაძე თბილისის მერის პორტზე 2017 წელს აირჩიეს და ის საქმანობას 13 ნოემბერიდან შეუდგა.

განათლება და კვალიფიკაცია

2003 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი

სამსახურეობრივი საქმიანობა


2013 -  დღემდე - პარტია„ქართული ოცნების“გენერალური მდივანი
2012 - 2017 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2008 - 2012 - სს„პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2008 - დღემდე - საქველმოქმედო ფონდი„კალაფონდი" დამფუძნებელი
2007 - დღემდე - საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი„კალაკაპიტალი" დამფუძნებელი


სპორტული კარიერა

2010-2012 წწ. კლუბი „ჯენოა"
2001-2010 წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი"
1998-2001 წწ. კლუბი „დინამო კიევი"
1996-2012 წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
1993 წ. კლუბი „დინამო თბილისი"

ჯილდოები:

მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა