პარლამენტი ფასების რეგულირებასთან დაკავშირებულ სპეციალურ კომისიას ქმნის - შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს წარედგინება
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებულ სპეციალურ კომისიას ამჯერად პარლამენტი ქმნის. შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც, მიმდინარე კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭს უყრიან. კომისიის წევრთა რაოდენობასა და კვოტებს უკვე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაადგენს.
ცნობილია, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების" ინიციატივით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის სხდომები საზოგადოებისთვის საჯარო იქნება.
სხვა სიახლეები
„გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ
02.02.2026.09:47
„გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში იწყება - ცვლილებებს დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.
შვიდი კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტში პირველი „გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებია. წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ზუსტდება გრანტების განმარტება. 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება. კერძოდ, ფულის გათეთრება პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ის დაჯარიმდება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლება აღეკვეთება 6 წლამდე ვადით.