მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა იმდენი რამე თქვეს და იმდენი რამე არ ასრულდა, რომ რეკორდსმენები არიან არასრულებულ საქმეებში - ბექა დავითულიანი ოპოზიციის წარმომადგენლებს

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა იმდენი რამე თქვეს და იმდენი რამე არ ასრულდა, რომ რეკორდსმენები არიან არასრულებულ საქმეებში. ბექა დავითულიანმა თავის გამოსვლაში რამდენიმე საკითხი გამოყო. მათ შორის მან საქართველოში „Eagle Hills“-ის შემოსვლის შესახებაც ისაუბრა.

„ეს არ არის, როგორც თქვენ მოიხსენიებთ, ვითომდა ინვესტიცია. ეს გახლავთ 6-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისოდ ცნობილ ბრენდს შემოაქვს. როდესაც ქვეყანაში ასეთი ბრენდი შემოდის, მას, როგორც წესი, სხვა ინვესტორებიც მოჰყვებიან“,  -  განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოპოზიციის ბრალდებებს იმაზეც უპასუხა, თითქოსდა ახალი წლის ღამეს ქუჩებში მხოლოდ უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ბექა დავითულიანის თქმით, ტურისტულ ქვეყანაში ჩამოსვლა ნებისმიერ ტურისტს შეუძლია და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ბექა დავითულიანის აზრით, არც ის არის პრობლემა, რომ უცხოელების 7-8 პროცენტს  დროებითი მცხოვრების სტატუსი აქვს. 

„7-8 პროცენტისთვის დროებითი მცხოვრებლის სტატუსი ქვეყნისთვის ჯერჯერობით პრობლემა არ არის და ეს კონტროლირებადია. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის ისტერია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ,   რუსებმა წაგვლეკესო. სად არიან ახლა ეს რუსები, წაგვლეკეს?!“  -  განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

ბექა დავითულიანმა დემოგრაფიული პრობლემის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პრობლემა ყველა განვითარებული ქვეყნის წინაშე დგას. 

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც რაღაც პერიოდი სხვა სკოლებში უწევთ სიარული, ტრანსპორტი მოემსახუროს და მათი გადაადგილება უსაფრთხოდ განხორციელდეს - შალვა ოგბაიძე

09.01.2026.17:35

დღეს მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს,  თბილისის სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოდ და ღირსეულად გადაადგილება.  

„საკრებულოს  დღევანდელ სხდომაზე  დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის  საკითხი. რეფორმის შემდეგ, რაც სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილი მუნიციპალიტეტს გადმოეცა, დაემატა პროგრამა ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი. აუცილებელია, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მართლაც კარგ  გადაწყვეტილებას. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც  რაღაც პერიოდი სხვა სკოლებში უწევთ  სიარული, ტრანსპორტი მოემსახუროს და მათი გადაადგილება ღირსეულად და უსაფრთხოდ განხორციელდეს“,  -  განაცხადა შალვა ოგბაიძემ.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა