მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები ცდილობენ ყველა თემა პოლიტიკური სარგებლისთვის გამოიყენონ - ოთარ გრიგოლია

news image

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტიდან მოსახლეობის გამოყვანას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ობიექტი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. ოთარ გრიგოლიას თქმით, ოპოზიციამ და ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კი ისეთი სურათი დახატეს, თითქოს ხალხი თბილისის მერიამ გამოასახლა. მისი განმარტებით, ეს არის სრული სიცრუე, რადგან აღნიშნულ ობიექტზე მუნიციპალიტეტის საკუთრება არ ვრცელდება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები ცდილობენ ყველა თემა პოლიტიკური სარგებლისთვის გამოიყენონ. ოთარ გრიგოლიამ პოლიტიკურ ოპონენტებს და ოპოზიციურ მედიას მოუწოდა, მსგავსი  საკითხებით  მანიპულაციას შეეშვან.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობა, საიდანაც გუშინ მოსახლეობა გამოიყვანეს,  არ არის თბილისის მერიის საკუთრება. რადგან ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, მერიის და კონკრეტულად მერის მიმართ გაზრდილია ყურადღება  და ოპოზიცია ცდილობს ყველა სიტუაცია კახა კალაძის წინააღმდეგ გამოიყენოს. მინდა განვაცხადო, რომ მერიამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა ყველა ეტაპზე იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც თბილისში იყვნენ რეგისტრირებულნი, ქირით გაეყვანა. თბილისის მერიამ  აბსოლუტურად ყველა სოციალური პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველა თემით მანიპულირებას, რაც ძალიან არასწორია. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტი, საიდანაც გუშინ მოსახლეობა გამოიყვანეს, მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობაა და იქ ადამიანების ყოფნა, უბრალოდ, საშიშია“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ადამიანებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, მოუწოდა დარეგისტრირდნენ უსახლკაროთა რეესტრში და სპეციალური კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ისინი საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ.

„თბილისის მერიას ძალიან ბევრი პროგრამა აქვს იმისათვის, რომ თბილისში რეგისტრირებული ადამიანები ქუჩაში არ დარჩნენ“,  -  განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული - ნიკოლოზ კახეთელიძე

25.07.2025.17:27

თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს დღეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ოპონენტების მიერ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასა და თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს შორის პარალელის გავლება არასწორია. ნიკოლოზ კახეთელიძის განმარტებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რათა იქ შეჭრილი ხალხის გამოსახლება მომხდარიყო. რაც შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩას, ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, აქ საქმე ადამიანების საკუთრებაში არსებულ ფართებს ეხებოდა. როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია მხოლოდ და მხოლოდ კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული.

„თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტში თბილისში რეგისტრირებული მხოლოდ ცხრა ოჯახი ცხოვრობდა. ბოლო ორი წელია თბილისის მერია ავარიული შენობიდან ქირით გაყვანის შესახებ მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ცხრიდან ექვსმა ოჯახმა გამოსვლაზე ოფიციალური უარი განაცხადა, რაც დოკუმენტაციით დასტურდება. ეს მშვენივრად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, მაგრამ ამ კამპანიას კახა კალაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებენ, “- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა