ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე - ირაკლი კობახიძე
სომხეთში ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ერევანში დღეს გამართული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში.
„ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში,"- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.17:45
თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.
„ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში ჩემი ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.