ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ - პრემიერი
ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება, გუშინდელი დღე კი იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი.
„მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ.
აქვე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და პირადად, ჩემთვის, ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ მომხდარა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვთქვით უარი, არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, რომელიც სწორედ რომ პრინციპულ დაბრკოლებას უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.