ნათია თურნავა უნგრეთის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა.
გაცნობითი შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ხაზი გაესვა, რომ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებთ.
სებ-ის პრეზიდენტმა უნგრეთის ელჩს საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის დაგეგემილია ურთიერთგაგების მემორანდუმის (MoU) გაფორმება. აღინიშნა, რომ მემორანდუმი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მყარ ინსტიტუციურ ჩარჩოს შექმნის, მათ შორის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სერვისებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი დომინიკ კარი და საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
სხვა სიახლეები
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
12.04.2026.12:58
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის 2000 წელს შექმნილი „ტისა“ არიან.
მათ გარდა, ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მემარცხენე „დემოკრატიულ კოალიციას“, პაროდიულ „ორკუდიანი ძაღლის პარტიას“ და უკიდურეს მემარჯვენე „ჩვენს სამშობლოს“.
უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები ოფიციალურად არაუგვიანეს 18 აპრილისა უნდა დაითვალონ, თუმცა ეგზიტპოლების შედეგებს უკვე საღამოსთვის ელოდებიან.