ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
ინიციატორთა განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს ნარკომანიასთან გამკაცრებულ და უკომპრომისო ბრძოლას. მთავრობის ინიციატივის მიხედვით, კერძო სუბიექტებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება აეკრძალებათ და მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას, სახელმწიფო აიღებს.
ასევე, ფსიქოტროპული, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებათა იმპორტი, მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები კი მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.19:25
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.