მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

მზიურის" მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინვესტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა - ირაკლი შენგელია

news image

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის,  ირაკლი შენგელიას შეფასებით,  საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დამტკიცებული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" ძალიან აქტიურად დაიწყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. ირაკლი შენგელიამ ხაზი გაუსვა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ ერთ-ერთ პირველ პროექტს, რომლის განსახორციელებლად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „სპორტის აკადემია 2025-ს", 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცა ქალაქ თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის" მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

„ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს ღია და დახურულ,  ხელოვნურსაფარიანი სპორტულ მოედნებს, პადელის კორტებს და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას, რისთვისაც მინიმუმ  2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს" - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.

სააგენტოს თავმჯდომარემ  კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე და დაინტერესებული პირებისთვის პროექტში მონაწილეობის პირობები განმარტა.

„დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამაში. მონაწილე უნდა იყოს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ან განვითარების საინვესტიციო პროექტს. დაინტერესებულ პირებს ოც წლიან სარგებლობაში გადაეცემათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის საფასური განისაზღვრება ჯამურად 1 ლარის ოდენობით, ხოლო მე-11 და ყოველი მომდევნო წლისთვის საფასური განისაზღვრება იმ დროისთვის არსებული საბაზრო ღირებულების შესაბამისად" - განაცხადა შენგელიამ.

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის" შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.NASP.GOV.GE

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი Eksim Holding-ის შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის გენერალურ მენეჯერს, ჩაღათაი ულქერს შეხვდა

05.09.2025.19:54

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი Eksim Holding-ის შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის გენერალურ მენეჯერს, ჩაღათაი ულქერს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ენერგოსისტემებში. ასევე, აღინიშნა, რომ ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება აჭარაში შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
 
Eksim Holding-ის საქმიანობა მოიცავს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და ელექტროენერგიის წარმოებას ჰიდროავტომატების საშუალებით. „აჭარ ენერჯი-2007“ რეგიონში 2010 წლიდან ოპერირებს და მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებს. კომპანიამ უკვე განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა