მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

მზად ვართ ყველაფერი დავივიწყოთ და გადავტვირთოთ ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ - ეს არის ჩვენი გაწვდილი ხელი, ეს ეხება ევროკავშირს, ეს ეხება აშშ-ს | პრემიერი

news image

თუ კი ვინმე დღემდე ფიქრობდა ხელისუფლების ცვლილებზე - იქნებოდა ეს არჩევნების ფორმით თუ დამხობის ფორმით, ყველას მინდა შევახსენო, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, შემდეგ ტარდება არჩევნები. აქედან გამომდინარე მე ყველას მოვუწოდებ, რომ შეეგუონ ამ კონკრეტულ მოცემულობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაივიწყოს გარე ჩარევების მცდელობები და ევროკავშირს და აშშ-ს გაუწოდოს მეგობრობის ხელი.

„ქართული ოცნება“ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის განვითარებაზე და ალბათ სასურველი იქნება პრაგმატული თვალსაზრისითაც ყველასთვის, რომ გადატვირთონ ურთიერთობები ქართველ ხალხთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და მის მმართველ ძალასთან „ქართულ ოცნებასთან“. ეს იქნებოდა მათი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯი. რა თქმა უნდა შეიძლება ბევრს გაუჭირდეს ამის გაკეთება. როდესაც ერეოდი უხეშად არჩევნებში, როდესაც ღიად უჭერდი მხარს დამხობის მცდელობას მერე უცბად რთულია გადაწყობა ახალ რეალობაზე. მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული კონცეფცია საერთაშორისო პოლიტიკისთვის - ეს არის ცალმხრივი მეგობრობის კონცეფცია. ჩვენ ყველასთან მზად ვართ ცალმხრივი მეგობრობისთვის. მზად ვართ დავივიწყოთ მაგალითად თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩი შარშან, პირდაპირ უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და მოუწოდებდა ამომრჩეველს მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ისიც, რომ ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის აქციას. მზად ვართ ყველაფერი დავივიწყოთ და გადავტვირთოთ ურთიერთობები. სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. განვაახლოთ ურთიერთობები. ეს არის ჩვენი გაწვდილი ხელი. მზად ვართ ურთიერთობისთვის და მეგობრობისთვის. 

ჩვენი ხელი არის გაწვდილი. ეს ეხება ევროკავშირს, ეს ეხება აშშ-ს. ჩვენი სურვილია, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები და იმედია, რომ შემხვედრი ნაბიჯები იქნება ორივე მხრიდან. განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირს, საიდანაც მეტი აგრესია მოდის ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა შარშან, წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს - ირაკლი კობახიძე

05.10.2025.12:23

იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მინდა შეგახსენოთ რა მოხდა 2022 წელს. მათ ევროკავშირიდან ბიუროკრატებმა შესთავაზეს უკრაინას კანდიდატობაზე განაცხადის შეტანა, რასაც ლოგიკურად მიჰყვა მოლდოვის და საქართველოს განაცხადი, თუმცა მაშინ აზრადაც არავის გაუვლია ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ყველაფერი იყო მოაზრებული ერთი მარტივი რამისთვის - საქართველოსთვის ხელოვნურად უნდა შეექმნათ ზეწოლის მექანიზმი. აზრადაც არავის გაუვლია მაშინ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. მაინც იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს თუ მანამდე ევროკავშირში ისე წარიმართება პროცესები, როგორც უნდა წარიმართოს და არა ისე, როგორც დღეს წარიმართება. ჯერჯერობით ინარჩუნებს ევროკავშირი კეთილდღეობის მაღალ დონეს ინერციით, მაგრამ როდესაც ჩამოდიხარ 30%-დან 17 პროცენტამდე, ეს ძალიან მძიმე ეკონომიკურ ტენდენციას აჩვენებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა