მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით, კარგია, რომ მათ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს აღნიშნული პროექტი - ირაკლი კობახიძე

news image

კარგია, რომ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკომისიის მხრიდან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის "ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა.

თავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო აქტიურად არის ჩართული მისი პირველი ფაზის განხორციელებაში.

„შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე, აქტიურად ვართ ჩართულები აღნიშნული პროექტის პირველი ფაზის განხორციელებაში. წინასწარ ხდება ვითარების შესწავლა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით. კარგია, რომ მათ საკუთარი საინტერესო პროექტების ნუსხაში, ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს ეს პროექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

11.12.2025.16:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა