მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7041.8
-0.0013
flag
AZN 1.5839
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0067
flag
EUR 3.1336
-0.0243
flag
GBP 3.6077
-0.0359
flag
KZT 49.89
-0.0013
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6935
-0.0005

მზად ვართ, ახალგაზრდების ინიციტივები, იდეები ვაქციოთ რეალურ საქმედ - გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი - კახა კალაძე

news image

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, მიმდინარე წლის შემოდგომიდან კი მათთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ამოქმედდება. 

დედაქალაქის მერმა „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაცია გამართა და აღნიშნა, რომ პროგრამა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს. 

„გვაქვს ამბიცია, თბილისი იყოს ქალაქი, სადაც ყველა პირობა გექნებათ საიმისოდ, რომ შექმნათ არა მხოლოდ თქვენი მომავალი, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ თქვენს მიღწევებს ყველა სფეროში, რადგან სწორედ წარმატებული თაობა უყრის საფუძველს ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას. თბილისის მერია, ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც არის განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალი პროფესიების დაუფლება,  დასაქმების ხელშეწყობა და სხვა. დღეს კი მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისთვის მიმდინარე წლის შემოდგომიდან ხელმისაწვდომი ხდება „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს და ათ მილიონამდე ახალგაზრდას აერთიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, კულტურისა და გართობის სერვისებზე. ბარათი მფლობელებს ასევე სთავაზობს ათასობით ფასდაკლებას განათლების, მოგზაურობის, სპორტისა და რეკრეაციის მრავალფეროვან სერვისებზე. 

„ფასდაკლებების გარდა, პროგრამა ახალგაზრდებისთვის შექმნის საგანმანათლებლო, მოახლისეობრივ აქტივობებს და გახსნის კარს მრავალ ევროპულ შესაძლებლობაზე, როგორებიცაა: ევროპული პროექტები, გათამაშებები, ონლაინ აქტივობები და სხვა. ბარათის გაცემის დღიდან ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ იმავე ფასდაკლებებს, რასაც სხვა ქვეყნებში ახალგაზრდული ბარათის მომხმარებლები ფლობენ. პროგრამისთვის უკვე შექმნილია შესაბამისი ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია, სადაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფასდაკლების, მათი მიღების გზების შესახებ დეტალური ინფორმაცია არის განთავსებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

მისივე განცხადებით, პროგრამა ხორციელდება ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მიერ, რომლის ექსკლუზიურ პარტნიორს თბილისის მერია წარმოადგენს. მუნიციპალიტეტისა და „საქართველოს ბანკის“ ურთიერთთანამშრომლობით კი, ევროპული შესაძლებლობები მობაილ ბანკშივე, ერთ ციფრულ სივრცეში საბანკო სერვისებთან გაერთიანდება. 

დედაქალაქის მერმა „საქართველოს ბანკს“ და მის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ახალგაზრდების წახალისებას სხვადასხვა მიმართულებით და ახლო მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ. თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ერთიანი საქართველოს შენებაში მნიშვნელოვანი აგური უნდა დადოს, ქვეყანა აქციოს ეკონომიკურად ძლიერ, საუკეთესო შესაძლებლობების ადგილად. ჩვენ კი მზად ვართ, თქვენი ინციატივები, თქვენი იდეები ვაქციოთ რეალურ საქმედ. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი. მთელი გულით გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და კეთილდღეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, ასევე, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველთან მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელა

02.09.2025.15:35

4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. 

ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების ორგანიზება მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროცედურებით არ შემოიფარგლება. საარჩევნო პროცესების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც ხდება არჩევნების ჩატარება. 

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პრევენციული ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. 

„როგორც ყოველთვის სახალხო დამცველთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციას, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, მათ შორის, ტარგეტირებულად ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრატორების წინააღმდეგ. შესაბამისად, ორი ინსტიტუცია შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვენ კომპეტენციების ფარგლებში განვახორციელებთ სათანადო პრევენციულ ქმედებებს, ასევე უზრუნველვყოფთ ამომრჩეველთა და საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც. „ჩვენ ტრადიციულად არჩევნების წინ ვცდილობთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილის ენის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო შეგნება, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნები წარიმართოს მშვიდ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი და საარჩევნო უფლება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა