მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

მუნიციპალურ დონეზე საბავშვო ბაღების განვითარებაში ამდენი რესურსი არასდროს ჩადებულა, სკოლამდელ განათლებაში დიდი წარმატება გვაქვს - ოთარ გრიგოლია

news image

„დედაქალაქის მერიამ ბოლო წლებში საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და პატარებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, სკოლამდელი განათლების მიმართულება დედაქალაქის მთავრობის მიერ ბოლო წლებში მილიარდ ნახევარი ლარით დაფინანსდა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები, მათ შორის სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი დაინერგა, რაც საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, მომავალ თაობებზე ზრუნვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

„როდესაც ჩვენი პატარები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იმყოფებიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა. მუნიციპალურ დონეზე საბავშვო ბაღების განვითარებაში ამდენირესურსი არასდროს ჩადებულა, სკოლამდელ განათლებაში დიდი წარმატება გვაქვს. დღეს  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოპერირებას 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღსუწევს, სადაც  60 000 აღსაზრდელია რეგისტრირებული. ამას გარდა, დედაქალაქის მთავრობა ბაღებში სერვისის ხარისხის ამაღლებაზეც მუშაობს და შედეგად, დღეს ბაღებში უკვე დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი; ვიდეოსამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები; ავეჯის განთავსებისა და რესურსული მასალების ხარისხის სტანდარტი. ამას გარდა, ყველა ბაღი შშმ პირთათვის ადაპტირებულია. სკოლამდელი განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ბაღებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც იქამდე გაგრძელდება, სანამ თბილისში არსებული ყველა საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტს არ დააკმაყოფილებს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ. 

როგორც დღეს თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადეს,  2018-2025 წლებში, თბილისში აშენდა და გაიხსნა 26 საბავშვო ბაღი; სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია  ჩაუტარდა 14 ბაღს; 8 ბაღშიჩატარდა სრულყოფილი სარემონტო სამუშაოები; დაიწყო და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და 2 ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია.   გარდა ამისა, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტსახორციელებს, რომელთა შორისაა საზაფხულო ბაღები, რომლის რაოდენობა  40-იდან 55-მდე გაიზარდა.    

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა

30.06.2025.16:29

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დაინიშნა დენის სალუქვაძე, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - ედნარ ნატარიძე. სულხან თამაზაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატებები უსურვა და ჯაბა ფუტკარაძეს და ზაზა შავაძეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში განხორციელებული პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა