მულტიფუნქციური სპორტული და კულტურული ცენტრები რეგიონების განვითარებას ემსახურება - რევაზ სოხაძე
„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სერვისებზე. სწორედ ამას გულისხმობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული და კულტურული ცენტრები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. ეს არის გზა, ადამიანების ღირსეულად ცხოვრებისათვის “ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საავტორო რუბრიკაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე დაწყებულია მასშტაბური პროგრამა, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიცავს. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა კიდევ უფრო აქტუალური და აუცილებელი ხდება.
„სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარება არის მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების დაცვასა და მათ განვითარებას,“ -აღნიშნა სოხაძემ.
მისივე თქმით, რეგიონების გაძლიერება არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
„ძლიერი მუნიციპალიტეტები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. ამიტომ ჩვენ ვმუშობთ არა მხოლოდ სპორტული და კულტურული, არამედ რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე. უკვე გამოცხადებულია არქიტექტურული კონკურსი მალთაყვის სანაპიროს რეაბილიტაციისთვის -ეს იქნება მასშტაბური და თავისი მნიშვნელობით გამორჩეული პროექტი,“ — განაცხადა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, სულ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია თანამედროვე მულტიფუნქციური რეკრეაციული ცენტრის მშენებლობა.
„ყველა ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისთვის. ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა აღნიშნული პროექტები დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სხვა სიახლეები
22.09.2025.16:17
რაც შეეხება ნოშიკო ნამორაძეს მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც გვქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, - ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მან საქართველო დატოვა. პრემიერის თქმით, ნოშიკო ნამორაძე არის ბიზნესმენი და ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას.
„მე არ მგონია, რომ რაიმე მიდგომა შეცვლილიყოს. ზოგადად რაც შეეხება ბიზნესს ბიზნესის მიმართ მხარდაჭერა იქნება სრული, ნებისმიერი ბზნესმენის მიმართ, რომელიც კანონის საფუძველზე შემოიტანს წინადადებებს ყველას მიმართ იქნება სრული მხარდაჭერა. თქვენ იცით, რომ იცით არის უამრავი ბიზნესმენი, მათ შორის რომელიც პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას ოპოზიციის მიმართ. მათ მიმართაც არის დამოკიდებულება აბსოლუტურად თანასწორი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით, ან რაიმე სხვა ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს.
რაც შეეხება უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც გვქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ.
კაცი ბიზნესმენია შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს - ეს ჩვეულებრივი საქმეა ხომ. ეს მე არ ვიცი, ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება, რომ ვაკონტროლო ვინ სად წავა, ეს არის ბიზნესმენის საქმე. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას, მათ შორის რა თქმა უნდა ნოშიკო ნამორაძის მიმართაც სახელმწიფო იქნება სრულად მხარდამჭერი“, - აცხადებს პრემიერი.