მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.3
-0.0101
flag
AZN 1.5941
-0.0002
flag
CNY 37.778
-0.0005
flag
EUR 3.1725
0.016
flag
GBP 3.6552
0.0074
flag
KZT 50.76
-0.004
flag
TRY 0.0671
0
flag
USD 2.7106
-0.0007

მუდმივი შანტაჟისა და ზეწოლის მიუხედავად, იმდენად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა და გარემო აქვს ქვეყანას, ვახერხებთ პირველი ადგილის შენარჩუნებას ფართო რეგიონში და მთლიანად კონტინენტის მასშტაბით - პრემიერი

news image

ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი ეკონომიკური გარემო და ძალიან ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ამის შედეგია ის, რომ 4 რევოლუციური მცდელობის მიუხედავად შევძელით და პირველ ადგილზე გავედით ფართო რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ გზაზე იყო უამრავი ხელოვნური დაბრკოლება შექმნილი, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანა პირველ ადგილზეა 4 წლის მაჩვენებლით, საშუალო მაჩვენებელი იყო 9.4%. 

„პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდით. რა თქმა უნდა, ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველოდებით, მათ შორის, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის შემცირების, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო 2-3 თვეში. შესაბამისად, ველოდებით იმას, რომ ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. სამწუხაროა ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი, მუდმივი შანტაჟი, მუდმივი ზეწოლა, მაგრამ ამის მიუხედავად, იმდენად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა და გარემო აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ ვახერხებთ პირველი ადგილის შენარჩუნებას ფართო რეგიონში და მთლიანად კონტინენტის მასშტაბით. მოლდოვაზე შედარებას ვაკეთებთ ხოლმე, 4 წლის განმავლობაში მოლდოვის ეკონომიკასთან ჩვენი ეკონომიკის სხვაობა გავზარდეთ 11.1 მლრდ დოლარით. ეს არის წარმოუდგენელი შედეგი, სხვაობა გაიზარდა 11.1 მლრდ დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბიუჯეტებს შორის სხვაობაც გაიზარდა დაახლოებით 3 მლრდ დოლარით ამ 4 წლის განმავლობაში. ეს რისი შედეგია, რომ მოლდოვაში ყვავის კორუფცია, სუსტია ინსტიტუტები, აქვთ არაჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა და გარემო, არ არის არც დემოკრატია, არც ადამიანის უფლებები, შესაბამისად, არ ვითარდება არც ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება და მიუხედავად იმისა, რომ არის მუდმივი ზეწოლა, შანტაჟი, რევოლუციის მცდელობები, მაინც ახერხებს ჩვენი ქვეყანა პირველი ადგილის შენარჩუნებას და უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 
 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

22.07.2025.18:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ბოლო წლებში არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.

განიხილეს ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობას შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებით ტენდენციებზე.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა