მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტი აბსოლუტურად უნიკალური ინიციატივაა - უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი

news image

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ბოგლარკა ილეშის შეფასებით, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტი აბსოლუტურად უნიკალური ინიციატივაა. უნგრეთის წარმომადგენელმა პროექტის მნიშვნელობაზე თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ვიმედოვნებთ, რომ ის შეიძლება იყოს კარგი, პროგრესული მაგალითი ტრანსრეგიონული თანამშრომლობის კუთხით, რადგან უნგრეთი რჩება ერთგული იმისათვის, რომ კლიმატურ ნეიტრალიტეტს 2050 წლისთვის მიაღწიოს. სწორედ ამიტომ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება და მწვანე ტრანზიცია სამ ძირითად სვეტს ეფუძნება: ბირთვული ენერგია, მზის ენერგიის სიმძლავრის განთავსება და მწვანე ენერგიის იმპორტი", - განაცხადა ბოგლარკა ილეშმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი" უნგრეთისთვის არამხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ სტრატეგიული პროექტია და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ფონზე ის მომავალში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. 

„ჩვენი აზრით, მწვანე ენერგია არსებითი იქნება მწვანე ტრანზიციისთვის, რადგან არამხოლოდ რეგიონული მასშტაბით, არამედ გლობალურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და ის მნიშვნელოვნად გაიზრდება მომავალ ათწლეულებში ელექტრიფიკაციის გამო - როდესაც საქმე ეხება ტრანსპორტს, სამრეწველო განვითარებას ან გათბობა-გაგრილების სისტემებს", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა.

თბილისში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, უნგრეთის და რუმინეთის ენერგეტიკული უწყებების ხელმძღვანელებმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

11.12.2025.16:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა