მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლებას უწევს, იბრძოლოს კამპანიური დეზინფორმაციის წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძე

news image

უმძიმესია მდგომარეობა, რომელიც გვაქვს შოვში. მდგომარეობა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ ამ მოვლენების მიმართ, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. გვყავს გარდაცვლილები, რომელთაგან ზოგიერთის იდენტიფიცირებაც  კი ჭირს. აქ სიტყვები ზედმეტია, ყველას თანავუგრძნობთ, ყველას გულწრფელი სამძიმარი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას.

 

მისი თქმით, არსებული მძიმე ვითარების პარალელურად, მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ხელისუფლებას კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციასთან უწევს ბრძოლა.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებას ხან კომუნისტების დროს აგებული კოტეჯების მშენებლობის ნებართვის გაცემა დააბრალეს, ხან ვერტმფრენის თემით შეეცადნენ სიცრუის გავრცელებას. მისი განცხადებით, აღნიშნული დეზინფორმაციებით, რადიკალური ოპოზიცია სტიქიის შედეგებით სარგებლობის მიღებას ცდილობს.

 

„ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლებას უწევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას. ხელისუფლებას უწევს იბრძოლოს იმ კამპანიური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელებში თუ ნაცმოძრაობის ტელევიზიებში გვაქვს. ყოველ დღე, დღეში 3-4-ჯერ სხვადასხვა ახალ-ახალი კამპანიები იწყება, ხდება სტიქიით და მისი შედეგებით სარგებლობა -სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს, შეუძლებელია სხვანაირი შეფასება, სიღრმეებში არ შევდივართ.

 

ხელისუფლებას ხან კოტეჯებზე ნებართვების გაცემას აბრალებენ, რომელიც კომუნისტების დროიდან იქ დგას რამდენიმე ათეული წელიწადია და ჩვენზე უფროსებიც კი ამბობენ, რომ ბავშვობაში ამ კოტეჯებში ისვენებდნენ. ხან ვერტმფრენებზეა საუბარი, რომლის საჭიროება რაც იყო, აბსოლუტურად აღმოფხვრილი იყო და არანაირი დამატებითი ვერტმფრენი იქ სამუშაოს ვერ ჩაატარებდა როგორი ხედვის კამერითაც არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი გმირი ბიჭები, მაშველები, პოლიციელები, უკვე ჯარისკაცებიც, ყველა შესაბამისი უახლესი აღჭურვილობით, სპეცტექნიკით არიან შეიარაღებულები და პროფესიონალურ დონეზე მიყვებიან იმ სამუშაოს, რაც კი თეორიულ დონეზეც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თბილისის მერი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

18.08.2025.13:58

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო. 

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება. 

„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც. 

გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.

ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა