მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელ ენდრიუ ჯუველს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დაწყებულია ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში, რომლის შედეგადაც უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო საწარმოებში შესყიდვების საკითხის მოწესრიგებას და ამ კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 115%-ით გაიზარდა, მთავარ საექსპორტო ბაზრად კი თურქეთი ჩამოყალიბდა
სხვა სიახლეები
10.10.2025.17:29
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ კახი კალაძის და მისი გუნდის გამარჯვება არ არის. ეს თბილისისა და თბილისელების გამარჯვებაა. სწორედ ამიტომ მინდა თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო და ეს გამარჯვება მივულოცო“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ცინცაძემ.
„კახი კალაძეს, თითოეულ თქვენგანს, ყველა კანდიდატს გილოცავთ ამ გამარჯვებას. როგორც საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მინდა განსაკუთრებული მადლობა საბურთალოს მცხოვრებლებს გადავუხადო“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიმდინარე შეხვედრებზე ამ რაიონში მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნობოდა.
„ვეცდები, ეს მხარდაჭერა ერთიათად დავუბრუნო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თბილისელებთან ერთად მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვიამაყებთ იმ წარმატებული პროექტებით, რომლებსაც კახი კალაძე და მისი გუნდი აუცილებლად განახორციელებს“, - დასძინა ავთანდილ ცინცაძემ.