მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ბიზნესის დახმარების, სუბსიდირების, კერძო ინიციატივების წახალისებისა და ახალი სფეროების განვითარების მიმართულებით, შესაბამისად, რეიტინგში აღნიშნული მოწინავე ადგილი გასაკვირი არ არის - ლევან ჟორჟოლიანი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე
ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველო საუკეთესო ოცდაათეულში გავიდა, მსოფლიოში არის 29-ე ადგილზე და უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს 15 წევრ სახელმწიფოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს კერძო სექტორს კონკრეტული ინიციატივებით როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
„აღნიშნული ანგარიში გულისხმობს მთავრობის უნარს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კერძო სექტორს კონკრეტული ინიციატივებით. ამ მიმართულებით, მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული კერძო ინიციატივების, ბიზნესის დახმარებას, სუბსიდირებას, გარკვეული ბიზნესების წახალისებას, ახალი სფეროების განვითარებას. შესაბამისად, არ არის გასაკვირი აღნიშნული ადგილი მსოფლიოს რეიტინგში. აღნიშნული რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალურ კვლევას, რომელშიც 7 საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია მონაწილეობდა,"- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
18.11.2025.16:36
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის" (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი დაესწრნენ.