მთავრობამ პრეზიდენტს აშშ-ის ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს აშშ-ის ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიაწობის წესის შესახებ“ საქართველოს კაწონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, - აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.17:06
ტაილანდის ავიაკომპანიის Thai AirAsia X - ის მიერ საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობა განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ტაილანდის ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ვითარება, ზრდადი საავიაციო სტატისტიკა და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საავიაციო პოლიტიკა მიმართულია ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, აგრეთვე ფრენების სიხშირეებისა და მიმართულებების ზრდისკენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაკომპანია Thai AirAsia X - სთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეგულარული ფრენების საქართველოში დაწყებაზე. „ვიმედოვნებთ, რომ ტაილანდსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე დაიწყება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვფიქრობთ, რომ ტაილანდი იქნება ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გააძლიერებს ტურიზმსა და ავიაციას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.