მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას - პრემიერი

news image

საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით.

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით და სხვა ხელშეკრულებებთან ერთად ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203.9 მლრდ დოლარი. ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც, შედეგად, პროექტის ღირებულება 25 %-ზე მეტით შემცირდა - 52.5 მლნ დოლარით. 

შედეგად უახლოეს დღეებში, აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს ამ შემთხვევაში 52.5 მლნ დოლარი დაუზოგა“, - აღნიშნა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

08.04.2026.13:53

სუს-ის ინფორმაციით, 2026 წლის 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. 

ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა