მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7090.3
0.0004
flag
AZN 1.5912
-0.0005
flag
CNY 38.068
0.0011
flag
EUR 3.1223
0.005
flag
GBP 3.5422
0.0082
flag
KZT 52.05
-0.0002
flag
TRY 0.0637
-0.0001
flag
USD 2.7056
-0.0006

მთავარი არა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ, უსამართლო შანტაჟია - ბატონ ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაცხადებული პოზიცია - საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება - ადვოკატი ივანიშვილის გამარჯვებაზე

news image

ლონდონის სამართლებრივ დავაში ბიძინა ივანიშვილი რომ გამარჯვებული იქნებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ ინსპირირებული ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული „დიპ სტეიტისთვისაც“ კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა, - ასე ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე, გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, „კრედიტ სუისს“ დავა მოუგო.

ადვოკატის განცხადებით, ამ შემთხვევაში, მთავარია არა სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ წარმოებული უსამართლო ზეწოლა და შანტაჯი, რომლის გათვალისწინებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და აქტივების განკარგვის საშუალებას „დიპ სტეიტი“ მისცემს.

ასევე, თეიმურაზ წიქვაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ არ დაექვემდებარება არანაირ შანტაჟს არანაირი თანხის სანაცვლოდ, ვინაიდან, საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება.

„ამ შემთხვევაში მთავარი არა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ წარმოებული უსამართლო ზეწოლა და შანტაჟია. როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წერილში განვმარტე, ბატონ ივანიშვილს, სწორედ მის მიმართ წარმოებული შანტაჟის გათვალისწინებით, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და არაფორმალური მმართველები (დიპ სტეიტი) კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემენ.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, როგორც ცნობილია, თითქოს და „რუსული ინტერესების“ გატარებისთვის საქართველოში - ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და ეს სანქციები სწორედ იმ თანხაზე მიმართა, რომელზეც ლონდონის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება. გამოდის, რომ ფორმალურ სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია, თუმცა აქტივი ისევ არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) ხელში რჩება და ამ თემას, მომავალშიც შანტაჟისთვის გამოიყენებენ. ამ დროს, ბატონ ივანიშვილს არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ არ დაექვემდებარება არანაირ შანტაჟს არანაირი თანხის სანაცვლოდ. საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!

უფრო მეტიც, თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში აქტივის გაყინვის საბაბად ეგრეთ წოდებულ სანქციებს იყენებენ, მაგრამ არასოდეს არავის უთქვამს, კონკრეტულად რომელი რუსული ინტერესი გაატარა საქართველოში მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ოჯახის წევრებს, მეუღლესა და შვილებს წარმოუდგენლად უხეში ფორმებით შეუჩერეს პირად აქტივზე წვდომა. იგივე აბსურდული მიზეზით ოჯახის წევრების დასანქცირება „დიპ სტეიტისთვისაც“ კი ღრმად არასერიოზული იქნებოდა, ამიტომ მიზეზების ძებნისთვის თავი არ შეიწუხეს და ასე, უბრალოდ, უსაფუძვლოდ, ახსნის გარეშე აქტივზე წვდომა შეუჩერეს.“ – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

წიქვაძის განცხადებით, ვინც ბიძინა ივანიშვილს არარსებული რუსული ინტერსების გატარებას აბრალებდა და ამისათვის სანქციები დააწესა, დღეს თავად სხედან რუსეთთან ერთ მაგიდასთან და ომის დასრულების გეგმებს განიხილავენ.

ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ ვითარების კომიკურობისთავიდან ასარიდებლად, ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, მართლაც მოუხსნან ამერიკული სანქციები, მაგრამ, ამის ნაცვლად, შესაძლოა, არაფორმალურმა მმართველებმა ბრიტანული სანქციები გამოიყენონ.

„სწორედ ამ მავნებლური, უსამართლო და ყაჩაღური დამოკიდებულების გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილს არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება. უფრო მეტიც, ვინც მას არარსებული რუსული ინტერსების გატარებას აბრალებდა და ამისათვის სანქციები დააწესა, დღეს თავად სხედან რუსეთთან ერთ მაგიდაზე და ომის დასრულების გეგმებს განიხილავენ. გავა კიდევ რამდენიმე კვირა და დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატები თავად აღადგენს რუსეთის ფედერაციასთან ყველანაირ ურთიერთობას, მათ შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებს, ამის შემდგომ კი კიდევ უფრო კომიკური გახდება აშშ-ს წინა ადმინისტრაციის სანქციები და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება - „რუსული ინტერესის“ გატარება.

არც ისაა გამორიცხული, რომ ამ კომიკურობის გამოსარიცხად ბიძინა ივანიშვილს მართლაც მოუხსნან ამერიკული სანქციები, მით უმეტეს, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ რამდენიმე შემთხვევაში გადახედა პოლიტიკური დასჯის მექანიზმად გამოყენებულ სანქციებს, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეა - თუ არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ შანტაჟისა და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა გაგრძელდეს, შესაძლოა ამერიკულის ნაცვლად ბრიტანული სანქციები გამოიყენონ. ეს ერთი სხეულის ორი ხელია და რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ ვამბობთ, რომ იქამდე, სანამ გრძელდება მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიმართ, არანაირი სამართლებრივი გამარჯვება შედეგის მომტანი არ იქნება.” - წერს თეიმურაზ წიქვაძე.

ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ისსამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები როგორც საზღვაო, ისე ავიაციის სფეროში, მათ შორის პირდაპირი ფრენების მიმართულებით - თამარ იოსელიანი

25.11.2025.10:38

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივან ლაუ პიტ მენგთან. შეხვედრა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში შედგა. 

საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საზღვაო დიგიტალიზაციის, მწვანე პორტების განვითარებისა და მდგრადი ტრანსფორმაციის მიმართულებით - შეხვედრისას მხარეებმა ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს. ამასთან, ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სისტემებს, ჰიდროგრაფიულ მომსახურებებს, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ინოვაციურ პროექტებს.

„ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით შუა დერეფნის, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი საკვანძო სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის და მისი განვითარების პროცესში საქართველოს მნიშვნელობას. მივესალმებით სინგაპურის გამოცდილების გაზიარებას პორტების ეფექტიანობისა და ლოგისტიკის ოპტიმიზაციის სფეროში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან შეხვედრისას ასევე განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საკითხი. თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებულ ზრდის დინამიკასა და ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით გაწეულ სამუშაოზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა - რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 6 556.

„შეხვედრისას საუბარი ასევე წარიმართა ისეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, როგორებიცაა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და მათ როლზე ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის ზრდის თვალსაზრისით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო მზადაა სინგაპურთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დიგიტალიზაციას, მწვანე განვითარებას, უსაფრთხოებასა და საზღვაო ინოვაციას. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველო  კომპლექსურ ციფრულ რეფორმებს ახორციელებს, მათ შორის Maritime Single Window-ისა და Port Community System-ის განვითარებას. მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინგაპურის გამოცდილება სრულად ინტეგრირებული ციფრული პორტის ეკოსისტემის შექმნის საკითხში. 

„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს თანამშრომლობას და ხედავს ძლიერ პოტენციალს პარტნიორობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში  მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს საზღვაო სექტორში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა სინგაპურელ კოლეგასთან საუბრისას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა