მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა და ლოჯისტიკა, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს - ლევან ჟორჟოლიანი
მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა და ლოჯისტიკა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს ასევე შესაძლებლობა ექნება, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისაუბროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობს მსოფლიო მთავრობათა სამიტში. პრემიერი სამიტზე ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა და ლოჯისტიკა. ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრ ინვესტიციას დებს ქვეყანა ამ მიმართულებით, როგორიც არის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე მაგისტრალების მშენებლობა, საპორტო ინფრასტრუქტურა.
პრემიერ-მინისტრს ასევე შესაძლებლობა ექნება, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისაუბროს ისეთ თემებზე, როგორიც არის ინვესტიციები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არის პრიორიტეტი მთავრობისთვის. მთავრობის დელეგაციის წევრებს, დარგობრივად, ექნებათ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის მიღების საშუალება. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
14.04.2026.14:10
მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.