მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მქონდა საუბარი, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორია ეკონომიკური ტენდენციები, რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს გარშემო შექმნილი - პრემიერი

news image

შეხვედრები, რომლებიც გვქონდა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფორმატი ინვესტორებთან მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა.

„დუბაის სამიტი იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. განვიხილავთ პოლიტიკურ საკითხებსაც და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ ფორმატში ეკონომიკურ თანამშრომლობას. მქონდა გამოსვლა პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში. ყველგან მქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორია ეკონომიკური ტენდენციები, რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს გარშემო შექმნილი. რა თქმა უნდა, ასეთ თემებზე გვქონდა საუბარი ორმხრივ ფორმატშიც. აქაც გვქონდა საშუალება, რომ არაერთი ქვეყნის ლიდერთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან გვესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მთლიანობაში, არის ძალიან საინტერესო ფორმატი და ვფიქრობთ, რომ ის შეხვედრები, რომლებიც გვქონდა ამ სამიტზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინვესტორებთან მუშაობის შესაძლებლობასაც გვაძლევს ეს ფორმატი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

14.04.2026.14:10

მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა