მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.3
0.0218
flag
AZN 1.6038
0.0044
flag
CNY 39.533
-0.0023
flag
EUR 3.1283
-0.0093
flag
GBP 3.6196
-0.0115
flag
KZT 56.68
0.0035
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7264
0.0075

მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.

„საქართველო მზარდ ტვირთბრუნვას პასუხობს მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაციით, მათ შორისაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა. ეს პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს რეგიონში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომა მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები არაერთი სექტორული მიმართულებით, მათ შორის აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგებში არსებულ პოტენციალზე.

„ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ დიალოგი, გავცვალოთ გამოცდილება ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით და მხარი დავუჭიროთ სტაბილურ, გამჭვირვალე ენერგეტიკულ ჩარჩოს, ევროპული პრინციპების შესაბამისად. ამ პარტნიორობის გაძლიერება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ამაღლებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ორივე ქვეყნის გრძელვადიან მდგრადობას. ამავე კონტექსტში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის პირდაპირ დაკავშირებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან შავი ზღვის ფსკერზე გამავალი წყალქვეშა კაბელით. ამ პროექტის იმპლემენტაციის შედეგად, ევროპა შეძლებს დაუკავშირდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, რაც პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი

18.03.2026.13:12

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.

უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.

უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.

ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა