მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის ეს შეთავაზება მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს - ბექა ოდიშარია

news image

„ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვათ  თითქოს თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, ან არ არის სინათლის ქალაქი, მიუღებელია ასე საუბარი. ასევე მიუღებელია თქვენი ქსენოფობიის ზღვარზე გავლილი განცხადებები.  ბათუმში აშენდება ბათუმური და თბილისში- თბილისური ქალაქი, გაკეთდება ქართული საქმე და მიმაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები 21- ე საუკუნეში მიუღებელია. ჩვენ უნდა მივესალმოთ უდიდესი დეველოპერული კომპანიის, EMAAR ჯგუფის საინვესტიციო პროექტს - ასეთ უპრეცენდენტო ინიციატივას საქართველოს ისტორიაში, რადგან მსგავსი ბევრ ევროპულ ქალაქშიც კი არ ყოფილა“, -ამის შესახებ დღეს გამართულ  სხდომაზე  საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„შემიძლია მოგაწოდოთ რეიტინგული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი, სადაც პირველ ადგილზე აბუდაბია, მეორეზე  დოჰადა ა.შ.  სწორედ აზიური ქვეყნების ქალაქები  იკავებს პირველ ხუთეულს.  თუ პოლიტიკური ინტერესი და ქვეყანა არ გადარდებთ,  მოერიდეთ და თბილისელების და ბათუმელების ინტერესებს მაინც  ნუ აზიანებთ. არაჩვეულებრივი ინვესტიცია ხორციელდება თბილისსა და ბათუმში , რომელიც წარმოუდგენელ ეფექტს მოიტანს“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღევანდელ გამოსვლაში  განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს. 

„რვა წლის განმავლობაში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ  უამრავ დეველოპერთან მქონდა ურთიერთობა,  მაინც არ მქონდა საშუალება ორივე მხარესთან გარიგება შემდგარიყო, ამის მიზეზი კი უმეტესწილად მოსახლეობა იყო.  მინდა მივმართო მათ, რომ მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და  მუნიციპალიტეტის მხრიდან ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. სახლების მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება, ამ პროგრამით კი  მათი ქონების ფასი ორმაგდება, საცხოვრებელი გარემო კი უსაფრთხო გახდება“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ 

ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში ახალგაზრდებს მიმართა და „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამაზე ისაუბრა. 

„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ პროფესიულ გადამზადებას დიდი უპირატესობა აქვს, რადგან მოთხოვნა პროფესიულ საქმიანობაზე დიდია. ეს შესწავლილია მუნიციპალიტეტის და გუნდის მიერ. პროფესიული სასწავლებლის დახმარებით მიიღებ ცოდნას და დასაქმდები. აღნიშნული პროგრამა მერიამ 10 ათას  ახალგაზრდაზე გამოყო, ხოლო 12 ათასმა მიმართა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა ავღნიშნო რომ  ამ პროგრამაზე მოთხოვნა 100 % გაიზარდა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

07.11.2025.17:42

თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ონლაინ შეხვედრა, ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობას ეხებოდა.

საკრებულოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი.

თურქეთის მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის პრეზიდენტი ირფან შაჰინი ბერიძე, თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის დამფუძნებელი ადემ თურანი შავაძე, ასევე ასოციაციის პიარ მენეჯერი მანანა გაბრიჭიძე. 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთის, განსაკუთრებით კი ქალაქ ბურსასა და  ორჰანღაზის ქართველობას  და თბილისს შორის სამომავლო თანამშრომლობა — საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება, ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და საერთო კულტურული ინიციატივების მხარდაჭერა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით აქტიურად იცავენ ეროვნულ იდენტობას, ასეთი შეხვედრები კი მნიშვნელოვნად ეხმარება   მომავალ თაობებს, რომ არ დაკარგონ ენა, ტრადიციები და კულტურული ფესვები.

თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაცია 1995 წლის აპრილში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია თურქეთის ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართული კულტურის, ცეკვის, მუსიკისა და ენის პოპულარიზაცია დიასპორის ახალ თაობებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა