მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

news image

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა გახსნეს.
საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა 4 ოქტომბერს გასამართ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართა. მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, ცვლილებები კანონმდებლობაში, ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგები, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და სხვა.
ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებიც უკავშირდება კენჭისყრის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინოვაციური გზით წარმართვას. ასევე მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მიმოიხილა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული აქტები, რომლებიც ეხება ტექნოლოგიების რეგულაციას და მათი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას. მისი პრეზენტაცია დაეფუძნა პრაქტიკულ მაგალითებსა და აუდიტის შედეგებს, რაც მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სასამართლოსთვის დავების განხილვისას.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, „ძალიან კარგ ტრადიციად და პრაქტიკად ჩამოყალიბდა ყოველი არჩევნების წინ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეებთან საინფორმაციო სამუშაო შეხვედრის გამართვა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა მოსამართლეებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია უკანასკნელი საკანონმდებლო თუ ცესკოს დონეზე მიღებული ნორმატიული ბაზის, ასევე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების შესახებ, ამასთან ვიმსჯელეთ და განვიხილეთ საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკა.“
თავის მხრივ ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა. მისი განცხადებით, „უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ეს შეხვედრები, რომელიც ყოველი არჩევნების წინ იმართება, არის ორმხრივად პროდუქტიული როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, ისე ჩემი კოლეგებისთვის, მოსამართლეებისთვის, რათა სათანადოდ სწორად აღსრულდეს მართლმსაჯულების პროცესი.”
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკაც. აღნიშნულ საკითხზე მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი ესაუბრა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა 19-20 ივლისს წინანდალში გაიმართა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დემონსტრირებისას პრაქტიკაში ენახათ ის სიახლეები, რომელიც საარჩევნო აპარატებს უკავშირდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში - მარიამ ქვრივიშვილი

21.07.2025.21:07

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან და ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან. შეხვედრებზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ ასპექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებზე.

„ყაზახეთის რესპუბლიკაში ნაყოფიერი ვიზიტი შედგა, რომლის  ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ლოგისტიკა, ტრანსპორტი, მათ შორის ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა  და რაღა თქმა უნდა, თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დავსახეთ საერთო გეგმები, განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს დაკავშირებადობის ზრდას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა ასევე რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობაზე, მათ შორის „შუა დერეფნის" მარშრუტის შემდგომი განვითარებს და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.

„ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილი მშენებლობა. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ყაზახეთის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებისას ორივე მხრიდან ხაზი გაესვა, რომ წლების განმავლობაში საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არია -  ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობის არსებული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვადასხვა სექტორული მიმართულებები მოიცვას, მათ შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგები. კერძოდ, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. როგორც ორივე მხრიდან აღინიშნა, ამ სექტორებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის კიდევ დიდი რესურსი არსებობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა