მოსახლეობის მხრიდან არჩევნებზე უპრეცედენტო მხარდაჭერა, არის იმ შრომისა და პასუხისმგებლობის აღიარება, რომელიც წლების განმავლობაში მოახმარა მერმა თბილისს - კახა ლაბუჩიძე
დედაქალაქის საკრებულოში, სადაც მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, თბილისის მერი კახა კალაძე სიტყვით გამოვიდა და ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე, გასული წლის საქმიანობის ანგარიში შეაჯამა.
კახა კალაძის მიერ გაწეული საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, გასული წელი მოსახლეობის მხრიდან იმ უპრეცედენტო მხარდაჭერით იყო გამორჩეული, რომელიც ამომრჩეველმა დედაქალაქის მერისა და ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის მიმართ დააფიქსირა. მისივე თქმით, ეს ნდობა ქალაქის მცხოვრებთა მხრიდან არის იმ შრომისა და პასუხისმგებლობის აღიარება, რომელიც წლების განმავლობაში მოახმარა მერმა თბილისს.
,,განსაკუთრებით აღსანიშნავია ის საახალწლო გარემო, რომელიც წელს დედაქალაქში შეიქმნა. განათებებითა და ლამაზი ფერებით გამორჩეული საახალწლო სოფელი, ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართული ულამაზესი ნაძვის ხე და ის თბილი, სადღესასწაულო განწყობა, რომელმაც თბილისს სიცოცხლე და სიხარული შეჰმატა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ესთეტიკური დეტალია, არამედ ქალაქისადმი ზრუნვისა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ხედვის გამოხატულება ’’, - განაცხადა კახა ლაბუჩუძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს, მისივე სამაჟორიტარო ოლქი იქნება ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც კახა კალაძის მიერ ინიცირებული არაერთი პროექტი განხორციელდება. ჩანაცვლების პროგრამის წყალობით, თბილისელები მეტად ლამაზ და უსაფრთხო ქალაქში იცხოვრებენ.
,,მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის პროექტი, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელდება ქალაქში, ორიენტირებული იქნება თითოეული თბილისელის უკეთეს ხვალინდელ დღეზე, ვიცხოვრებთ მეტი სინათლის და მეტი სიკეთის ქალაქში ’’ - აღნიშნა საკრებულოს წევრმა და დედაქალაქის მერს ახალ წელს თბილისის კიდევ უფრო განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე ჯანმრთელობა, ძალა და წარმატება უსურვა.
სხვა სიახლეები
შთამბეჭდავი იყო დედაქალაქის მერის ანგარიში, 2025 წლის საანგარიშო პერიოდი კი უმნიშვნელოვანესი იყო - ზურაბ ჩიკვილაძე
23.12.2025.15:54
„შთამბეჭდავი იყო დედაქალაქის მერის ანგარიში, 2025 წლის საანგარიშო პერიოდი კი უმნიშვნელოვანესი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი პროგრამა, პროექტი, რეფორმა განხორციელდა, ამ ყველაფერს ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ რევანშისა და რევოლუციის არაერთი მცდელობა დაუპირისპირა’’- განცხადება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგა.
„თვალში საცემია კაპიტალურად გამაგრებული ობიექტები, კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი და განახლებული სარეკრეაციო სივრცეები. მისასალმებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და სწორად ვითარდება სატრანსპორტო პოლიტიკა.
იმ საქმეებს, რომლებიც ჩამოვთვალე, საანგარიშო პერიოდში რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ რევანშსა და რევოლუციურ სცენარებს უპირისპირებდა. ამის არაერთი გამოვლინება ვნახეთ. ყველას თვალწინ გვიდგას პარლამენტის შენობის გადამწვარი ფლიგელი, მიმდებარე ტერიტორიის დანგრეული ინფრასტრუქტურა, საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების მუდმივი ბულინგი და დედაქალაქის მუდმივი პარალიზება - ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაუმართლებელი ბოიკოტის რეჟიმში იყო ოპოზიცია ასევე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში - საკრებულოში.
„ამ ყველაფრის შედეგი კი 4 ოქტომბერი იყო, როდესაც ჩვენმა მოსახლეობამ ოპოზიციას „დაუფასა“ ეს „ღვაწლი“ და თითქმის ხმების გარეშე დატოვა ის დედაქალაქში. იმედს ვიტოვებ, რომ მერვე მოწვევის საკრებულოში ასეთი დემარშები აღარ იქნება და ჩვენ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ შრომას კოლეგიალურ და კონსტრუქციულ ვითარებაში განვაგრძობთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.