მომდევნო ოთხ წელიწადში მეტი სიკეთე ელოდება თბილისს და მთელ საქართველოს - ნინო ვარდოსანიძე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი განცხადებით, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი წარადგინა კახა კალაძე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს განაცხადს და ამბიციას, რომ თბილისმა განაგრძოს განვითარება.
„კახი კალაძის მერობის პირობებში თბილისი მეტად გალამაზდა, უფრო მწვანე და მოწესრიგებული გახდა. ამასთან, დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც დღემდე ჯერ ისევ პრობლემებად რჩება, ასეთია, მაგალითად, ავარიული სახლები, წყალმომარაგება, მიწისქვეშა კომუნიკაციები და სხვა, რომელთა სრულად მოგვარებას, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, დრო სჭირდება. ბუნებრივია, მათზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, წლებია მიმდინარეობს მუშაობა დაუმთავრებელ მშენებლობებზე და, ფაქტობრივად, ყველა დაზარალებულის საკითხი ყოველი საკრებულოს სხდომაზე დადებითად წყდება“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, ძალიან ბევრი პროექტია განხორციელებული, რასაც ყოველდღიურად გრძნობენ კიდეც დედაქალაქის მაცხოვრებლები. მისი თქმით, სხვადასხვა პროგრამების საშუალებით მუნიციპალიტეტი ძალიან ბევრ თანამოქალაქეს ეხმარება.
„არჩევნები გულისხმობს წარსულის სწორად შეფასებას და მომავლის განსაზღვრას. გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წლებში ნამდვილად ბევრი რამ არის გაკეთებული ქალაქისთვის, რისი არასრული ჩამონათვალიც მერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში მოვისმინეთ, დარწმუნებული ვარ, ეს სია გაგრძელდება და მომდევნო ოთხ წელიწადში მეტი სიკეთე ელოდება თბილისს და მთელ საქართველოს“, - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.17:24
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას 176-ე და 49-ე საჯარო სკოლების სახელდების საკითხი დააყენა.
,,ვფიქრობთ, იმ ადამიანების სახელები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, არამედ სათანადოდ დაფასებულიც უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენი მომავალი თაობისათვის მეტად მნიშნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენმა კომისიამ იმსჯელა და წარმოგიდგენთ თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულების პროექტს, სსიპ 176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელისა და სსიპ 49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ.“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ
საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი განკარგულების პროექტს, რის შემდეგაც შესაბამისი განკარგულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნება.